კონტაქტი

ისტორია

გერმანიის ეროვნული ნაკრები 
გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ. Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, არის უეფა-სა და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათი ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი: 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი: 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში. 4-ჯერ გავიდა მესამე ადგილზე: 1934, 1970, 2006 და 2010 წლებში. გერმანია სულ 12-ჯერაა გასული ნახევარფინალში. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. 1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი.
ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 100 მატჩი აქვს ჩატარებული,ასევე გერმანიას აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი – 224.ევროპის ჩემპიონატებზე გერმანიას ყველაზე მეტი, ექვსი ფინალი აქვს ნათამაშები.
გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი, მიროსლავ კლოზე და თომას მიულერი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი, ხოლო კლოზეს გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი (16).
არის სამგზის ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996 წლებში, მიოგო რა ექვსიდან 3 ფინალი. გუნდი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროპის ყველა ჩემპიონატში, ხოლო ამ ტურნირებზე ბომბარდირები გახდნენ გერდ მიულერი, დიტერ მიულერი, კლაუს ალოფსი და კარლ-ჰაინც რიდლე. გერმანიის ნაკრები რვაჯერაა დასახელებული გერმანიის წლის გუნდად.




ბუნდესლიგა
გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა (გერმ. Fußball-Bundesliga) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა გერმანული კლუბებისთვის. წარმოადგენს გერმანიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით და მასში მონაწილეობას იღებს 18 გუნდი. დაარსდა 1963 წელს.
დაარსებიდან დღემდე ბუნდესლიგაში სულ 54 კლუბს უთამაშია. ბუნდესლიგის ტიტულს ყველაზე მეტჯერ ფლობდა მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც 27-ჯერ მოიგო ტურნირი. მოქმედი გამარჯვებულია „ბაიერნი“.
უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, ბუნდესლიგა მეორე ადგილს იკავებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შემდეგ. 2015–16 წლების სეზონში ბუნდესლიგის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 43.300, რაც უმაღლესი მაჩვენებელია ევროპაში.
шаблоны для dle
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
მარსელ ჰალსტენბერგი
მეტოქე - გლადბახი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
პაკო ალკასერი
17
3
ლუკა იოვიჩი
17
4
ანდრეი კრამარიჩი
16
5
მარკო როისი
16
მომდევნო მატჩები
Image
VS
26.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით