კონტაქტი
იულიან ბრანდტის სიტუაცია დორტმუნდში რთულადაა ?

იულიან ბრანდტის სიტუაცია დორტმუნდში რთულადაა ?

image
გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იულიან ბრანდტი აცხადებს, რომ მისი სიტუაცია ბორუსია დორტმუნდში რთულადაა.

რამდენიმე თამაშის განმავლობაში, სკამზე ჯდომის შემდეგ, ბრანდტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ძირითად თერთმეტეულში მოხვდა, სადაც გერმანელებმა სტუმრად პრაღის სლავია 2-0 დაამარცხეს, მაგრამ მან საკუთარი თავი მხოლოდ გასულ შაბათს, ფრაიბურგის წინააღმდეგ იპოვნა, თუმცა ის მოედანზე მე-14 წუთზე გამოვიდა და 87-ე წუთზე კვლავ სკამს მიუბრუნდა.

"ნათელია, რომ ყველაფერი რთულადაა. სკამზე დიდი ხნის განმავლობაში მიწევს ჯდომა და მოედანზე მოკლე დროს ვატარებ. შემდეგ 90 წუთს ვთამაშობ, რომ ისევ სკამზე აღმოვჩნდე."

"სასტარტოს შედგენაში მწვრთნელს თავისი მიზეზები აქვს. მასთან ამაზე საუბარი არ მინდოდა. მე გუნდზე მაღლა არ ვარ, ასე, რომ ყველაფერი რიგზეა." - განაცხადა ბრანდტმა.

ბრანდტი დორტმუნდში ამ ზაფხულს ლევერკუზენიდან გადმოვიდა. 
    • Systematik
    2-12-2019, 02:45 269
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით