კონტაქტი
იოახიმ ლიოვი ესტონეთთან შეხვედრისთვის ცვლილებებს გეგმავს

იოახიმ ლიოვი ესტონეთთან შეხვედრისთვის ცვლილებებს გეგმავს

image
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს ევრო 2020-ის შეხვედრის წინ, სადაც გერმანია ესტონეთს დაუპირისპირდება, სურს, რომ თავის შემადგენლობაში განახორციელოს რამდენიმე ცვლილება.

ტიმო ვერნერმა, ილკაი გუნდოგანმა, ნიკლას შტარკმა და მარკო როისმა შესაძლოა, ამ შეხვედრაში მიიღონ მონაწილეობა, რომლებმაც არგენტინასთან შეხვედრა გამოტოვეს.

"ტიმო ვერნერი ყველაფერს უკეთ აკეთებს. მას შეუძლია ვარჯიშებს პარასკევს დაუბრუნდეს. ითამაშებს თუ არა ილკაი გუნდოგანი ჯერჯერობით უცნობია, მე არ მსურს მასზე რაიმე ზეწოლა მოვახდინო. კუნთის დაზიანება ყოველთვის რთულია."

"რაც შეეხება ნიკლას შტარკს, ყველაფერს ერთად ვნახავთ. მარკო როისი კი კვირას მზად იქნება. ჩვენ მოედანზე მეტი შემტევი ფეხბურთელი გვჭირდება და ვიმედოვნებ, რომ მარკო როისი აუცილებლად ითამაშებს. თუ მის გვერდით ილკაიც იქნება, მაშინ არაფერი იქნება სანერვიულო." - განაცხადა ლიოვმა.

გერმანია ესტონეთს კვირას დაუპირისპირდება. 
    • Systematik
    2-12-2019, 02:45 283
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით