კონტაქტი

მარიო გიოტცე: "ბაიერნში ყოფნისას ძალიან ბევრი ვისწავლე"

image
ბორუსია დორტმუნდის 26 წლის ფეხბურთელმა, მარიო გიოტცემ მიუნხენის ბაიერნში გატარებული დრო გაიხსენა.

ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც გიოტცემ 2013 წელს დორტმუნდი დატოვა და თავიანთ კონკურენტს, ბაიერნს შეუერთდა.

მოლოდინები 26 წლის ფეხბურთელზე ძალიან დიდი იყო, მაგრამ გერმანელი შემტევი ნახევარმცველი 2016 წელს თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და მას შემდეგ სასურველი ფორმის დასაბრუნებლად იბრძვის.

"მე სამჯერ ბუნდესლიგა მოვიგე, ორჯერ გერმანიის თასი და ასევე გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ეს არ იყო ცუდი. სამი წლის განმავლობაში პეპ გვარდიოლასთან ერთად ვმუშაობდი, მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ჩემი პიროვნებისა და განვითარების შესახებ." - აღნიშნა გიოტცემ "Bild"-თან ინტერვიუში.

"მიუნხენში გატარებული სამი წელი ჩემთვის ძალიან ღირებული იყო - როგორც საფეხბურთო, ასევე პირად პერსპექტივაშიც. 21 წლის ვიყავი, როცა მიუნხენში გავემგზავრე. იმ დროს, უკვე ვიცოდი, რომ ყოველ შეხვედრაში მთელი 90 წუთის განმავლობაში თამაშს ვერ შევძლებდი." - განაცხადა გერმანელმა.

26 წლის ფეხბურთელი შაბათს, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს.
    • Systematik
    3-04-2019, 20:31 225
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
რამი ბენსებაინი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
16
2
ტიმო ვერნერი
15
3
როუენ ჰენინგსი
10
4
სებასტიან ანდერსონი
8
5
მარკო როისი
8
FACEBOOK - შემოგვიერთდით