კონტაქტი

გლადბახი ახალ პოტენციურ მწვრთნელს სიტყვიერად უკვე შეუთანხმდა

image
ბორუსია მიუნხენგლადბახის სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი ადასტურებს, რომ ის გერმანული კლუბის ახალ პოტენციურ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, რომელიც სავარაუდოდ სამომავლოდ დიტერ ჰეკინგს ჩაანაცვლებს.

ებერლი ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არაფერია ხელმოწერილი.

"არსებობს ტენდენცია, მოწინავე დისკუსია და სიტყვიერი შეთანხმება მწვრთნელთან. მე მას ვუთხარი, რომ ის მომავალში მომდევნო ნაბიჯს ჩვენთან ერთად გადადგამს." - განაცხადა მაქს ებერლმა.

გერმანული გამოცემების, "Kicker"-სა და "Bild"-ის ინფორმაციით, ბორუსია მიუნხენგლადბახის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზალცბურგის დამრიგებელი, მარკო როუზი განიხილება. "Sport1" კი უკვე აცხადებს, რომ არსებულ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
    • Systematik
    5-04-2019, 23:29 182
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით