კონტაქტი

მაქს ებერლი ვარაუდობს, რომ აზარი გლადბახს დატოვებს

image
ბორუსია მიუნხენგლადბახის სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი აცხადებს, რომ შესაძლოა, 26 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა, თორგან აზარმა გლადბახი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.

აზარის მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლამდე მოქმედებს და გლადბახმა მას რამდენიმე წლით გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა როგორც ებერლი აცხადებს, ბელგიელმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ასე, რომ, თორგანი სავარაუდოდ გერმანულ კლუბს ზაფხულში დატოვებს.

"თორგან აზარის კონტრაქტი ჩვენს გუნდთან მხოლოდ კიდევ ერთი წლით იმოქმედებს. ჩვენ მას დიდი ხნის წინ შევატყობინეთ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, თუმცა მან უარი თქვა ამ ყველაფერზე. ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ შესაძლოა 5 წლის შემდეგ, მან გლადბახი დატოვოს. როგორც ჩანს, აზარს ახალი ნაბიჯების გადადგმა სურს." - აღნიშნა გერმანელმა.

"თუ აზარი დაგვტოვებს, მაშინ ჩვენ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელისთვის გადავიხდით ისეთ თანხას, რაც აქამდე არასდროს გადაგვიხდია." - აცხადებს ებერლი.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბელგიელ ფეხბურთელს ბორუსია დორტმუნდს უკავშირებენ. 
    • Systematik
    8-04-2019, 16:52 128
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით