კონტაქტი

ფუნკელი კოვაჩს: "ნიკო, რასაც შენ აკეთებ ფანტასტიკურია"

image
დიუსელდორფის ფორტუნას მთავარმა მწვრთნელმა, ფრიდჰელმ ფუნკელმა მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი ბავარიულ გუნდში მისი მუშაობის გამო შეაქო.

კოვაჩის გუნდი 2018 წლის მიწურულისთვის კრიზისში იმყოფებოდა, მაგრამ მათ ბუნდესლიგაში ლიდერობა კვლავ მოიპოვეს და ცოტა ხნის წინ მეორე ადგილოსანი ბორუსია დორტმუნდი 5:0 გაანადგურეს.

ზოგადად, ფუნკელი აღფრთოვანებულია ნიკო კოვაჩის სათამაშო სტილით, რომელიც მიუნხენის ბაიერნს უდგას სათავეში.

"ყველაფერი, რაც ახლა ბაიერნში ხდება, ნიკო კოვაჩს და მის სამწვრთნელო გუნდს ჩაეწერება. ნიკო, რასაც შენ აკეთებ, ფანტასტიკურია!" - აღნიშნა ფუნკელმა.

65 წლის სპეციალისტის თქმით, ბაიერნმა გონივრული სვლა გააკეთა, როდესაც მათ ნიკო კოვაჩთან დაიწყეს მოლაპარაკებების გამართვა, სხვა კლუბებმა კი ამით უბრალოდ უნდა ისწავლონ.

"თუ დავაკვირდებით ბუნდესლიგაში პირველი ხუთი გუნდის მოქმედებას, მათ შეცვალეს მწვრთნელები, რომლებმაც მეტ-ნაკლებად ზომიერ წარმატებას მიაღწიეს. არცერთი ამ ხუთი გუნდიდან, დღემდე არ გაუმჯობესდა. სამწუხაროა, რომ მწვრთნელებს უფრო ნაკლებ დროს აძლევენ." - განაცხადა გერმანელმა.

ამ სეზონში, შალკემ, ჰანოვერმა, ნიურნბერგმა, შტუტგარტმა და აუგსბურგმა ნაადრევად გაათავისუფლეს თავიანთი მწვრთნელები.
    • Systematik
    13-04-2019, 19:44 99
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
მარსელ ჰალსტენბერგი
მეტოქე - გლადბახი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
პაკო ალკასერი
17
3
ლუკა იოვიჩი
17
4
ანდრეი კრამარიჩი
16
5
მარკო როისი
16
მომდევნო მატჩები
Image
VS
26.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით