კონტაქტი

"გულშემატკივრების მხარდაჭერა ნამდვილად დაგვეხმარა"

image
ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, ბორუსია დორტმუნდმა მაინცს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

იულიან ვეიგლი საფინალო სასტვენით ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო ჯეიდონ სანჩო გატანილი ორი გოლით და სამი ქულის აღებით ძალიან მოხარულია. რაც შეეხება რომან ბიურკის, მან ბოლო წუთებში გადამწყვეტი როლი ითამაშა და თავის გუნდს დამატებით სამი ქულა მოუტანა.

იულიან ვეიგლი:
"საფინალო სასტვენის შემდეგ, ჩვენ მთლიანად გავთავისუფლდით. მეორე ნახევარი არ იყო ისეთი, როგორსაც წარმოვიდგენდით. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ორი გოლის გატანაც მოვახერხეთ. ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა ის, რაც გვსურდა, მაგრამ მაინცმა გოლის გატანა მაინც მოახერხა. ისინი მეორე ტაიმში შედარებით უკეთესნი იყვნენ და დიდი ზეწოლის ქვეშ დაგვაყენეს. დასასრულისთვის, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ რომანს, მოპოვებული სამი ქულისთვის - მან ფანტასტიკურად ითამაშა. ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელი შედეგით პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი: ჩვენ სამი ქულის აღება გვსურდა და ამის გაკეთება მოვახერხეთ.

ჯეიდონ სანჩო:
"ჩემს მიერ გატანილი ორი გოლით ნამდვილად ბედნიერი ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის და ამით სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. გასულ კვირას მძიმე მარცხის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავბრუნებულიყავით."

რომან ბიურკი:
"გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში თამაში კარგად არ მიდიოდა. ჩვენი ფანების მხრიდან, იყო ძალიან ბევრი შეძახილი და გამახმნევებელი სიტყვები, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. დიდებულია, როცა გულშემატკივრები მხარს გიჭერენ ისე, როგორც ეს მაინცთან შეხვედრაში იყო. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, როდესაც გულშემატკივრები შენს მიმართ მადლიერებას გამოხატავენ - ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელისთვისაც ასეა."

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდმა ამ გამარჯვებით 66 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილზეა. 
    • Systematik
    14-04-2019, 13:26 57
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
მარსელ ჰალსტენბერგი
მეტოქე - გლადბახი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
პაკო ალკასერი
17
3
ლუკა იოვიჩი
17
4
ანდრეი კრამარიჩი
16
5
მარკო როისი
16
მომდევნო მატჩები
Image
VS
26.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით