კონტაქტი

შმადტკე დორტმუნდის ინტერესს გამოეხმაურა

image
ბორუსია დორტმუნდი დაინტერესებულია ვოლფსბურგის 26 წლის მარცხენა მცველით, ჟერომ რუსილონით.

თუმცა, როგორც ვოლფსბურგის სპორტული დირექტორი, იორგ შმადტკე აცხადებს, გერმანულ კლუბს ფრანგი მცველის სანაცვლოდ შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

"პირველ რიგში, ძალიან კარგია, როცა ჩვენი რომელიმე ფეხბურთელით ინტერესდება სხვა რომელიმე საუკეთესო კლუბი, მაგრამ რუსილონის თაობაზე ჯერჯერობით არცერთ კლუბს არ უკითხავს ჩვენთვის." - აღნიშნა მან "Kicker"-თან ინტერვიუში.

26 წლის მცველს ვოლფსბურგთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ამ კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამოსყიდვის მეთოდი არ მოქმედებს, ამით კი შმადტკე თავს იმშვიდებს.

"ამ კონტრაქტის პირობები ძალიან კარგად ვიცი, ამიტომაც მე შედარებით მოდუნებული ვარ და ღამით მშვიდად ძილი შემიძლია." - განაცხადა შმადტკემ.

ფრანგი მარცხენა მცველი ვოლფსბურგს გასულ ზაფხულს, მონპელიედან 5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. მან სულ 30 მატჩი ჩაატარა "მგლების" შემადგენლობაში და სამი გოლის გატანა, ხუთი ასისტის გაკეთება მოახერხა.
    • Systematik
    14-04-2019, 15:51 75
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
მარსელ ჰალსტენბერგი
მეტოქე - გლადბახი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
პაკო ალკასერი
17
3
ლუკა იოვიჩი
17
4
ანდრეი კრამარიჩი
16
5
მარკო როისი
16
მომდევნო მატჩები
Image
VS
26.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით