კონტაქტი

ჰიონესი: "მბაპეს დაუყონებლივ შევიძენდი"

image
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი, ული ჰიონესი აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ის კილიან მბაპეს დაუყონებლივ შეიძენდა.

თუმცა, 67 წლის გერმანელმა კარგად იცის, რომ ბაიერნს 20 წლის ფრანგი ფეხბურთელის ყიდვა არ შეუძლია, რომელიც პსჟ-ს მონაკოდან 180 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.

"მბაპეს დაუყონებლივ შევიძენდი. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ამისათვის საჭირო თანხები არ გვაქვს." - განაცხადა ული ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა მადრიდის ატლეტიკოდან უკვე შეიძინა ლუკას ჰერნანდესი და მათ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადეს, შესაბამისად ეს გერმანელებისთვის სატრანსფერო რეკორდია.

"რა თქმა უნდა, ამ წელს ნებისმიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტის დახარჯვას არ ვაპირებთ. უნდა ვაღიარო, რომ 10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ტრანსფერში 80 მილიონს გადავიხდიდი." - განაცხადა 67 წლის პრეზიდენტმა.

მიუნხენის ბაიერნს გასულ ზაფხულს ერთი ცენტიც კი არ დაუხარჯავს.
    • Systematik
    16-04-2019, 21:52 124
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით