კონტაქტი

Bild: დორტმუნდმა აზარის სანაცვლოდ 25 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა

image
ბორუსია მიუნხენგლადბახის 26 წლის ბელგიელმა ვარსკვლავმა, თორგან აზარმა განაცხადა, რომ ის მზადაა გადავიდეს ბორუსია დორტმუნდში, მაგრამ კლუბები ჯერჯერობით ტრანსფერის ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან.

გერმანული გამოცემა "Bild"-ის ინფორმაციით, დორტმუნდი 26 წლის ვინგერის სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის, მაგრამ გლადბახს აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონი სურს.

აზარის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2020 წელს იწურება და დიდი ალბათობით ის ამ ზაფხულს გლადბახს დატოვებს. მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი აცხადებს, რომ თუ ისინი მათ სასურველ თანხას არ მიიღებენ, მაშინ გლადბახი ბელგიელს არ გაყიდის.

"თუ ის ჩვენთან ბოლომდე არ დარჩება, მაშინ ჩვენ მომავალში ახალი ტოპ-ფეხბურთელი გვეყოლება. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ტრანსფერში დიდ ფულს მივიღებთ, მაგრამ არ იქნება ურიგო, თუ მას შევინარჩუნებთ. ამიტომაც, მე ამასთან დაკავშირებით ძალიან მშვიდად ვარ." - განაცხადა გლადბახის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა.

აზარმა ამ სეზონში სულ 30 მატჩი ჩაატარა, 12 გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა.
    • Systematik
    20-04-2019, 15:27 152
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით