კონტაქტი

გამოცემა: მიხაელ ცორკი იულიან ბრანდტის მამას და მის აგენტს შეხვდა

image
ბორუსია დორტმუნდმა ბაიერ ლევერკუზენის 19 წლის გერმანელი ფეხბურთელის, იულიან ბრანდტის შეძენისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერა - იტყობინება "Bild".

აღნიშნული მედიის თანახმად, დორტმუნდის სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი სამი კვირის წინ იულიან ბრანდტის მამას, იურგენ ბრანდტს და თავად ფეხბურთელის აგენტს შეხვდა, რათა ზაფხულის სავარაუდო ტრანსფერი განეხილათ.

ბრანდტის კონტრაქტი ლევერკუზენთან 2021 წლამდე მოქმედებს, მაგრამ ის იმ შემთხვევაში დატოვებს გერმანულ კლუბს, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი 25 მილიონს, გამოსასყიდ თანხას გადაიხდის.

"Bild" ასევე აცხადებს, რომ 19 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დორტმუნდს შესაძლოა პსჟ და მადრიდის ატლეტიკო გამოუჩნდეს.

მიუნხენის ბაიერნი ასევე დაინტერესებულია გერმანელი ფეხბურთელით, მაგრამ გერმანული პრესის მიხედვით, მათი ინტერესი მნიშვნელოვნად ჩაქრა.

ბრანდტმა ამ სეზონში სულ 40 მატჩი ჩაატარა, 8 გაიტანა და 16 ასისტი მიითვალა.
    • Systematik
    3-05-2019, 19:11 131
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით