კონტაქტი

ლუსიენ ფავრი: "ჩვენ არ ვართ მეოცნებეები"

image
ბორუსია დორტმუნდის სატიტულო იმედებმა მთავარი დარტყმა გასულ შაბათს, ბრემენის ვერდერთან ჩატარებული ფრით განიცადა (2:2).

ამ შედეგის მიხედვით, დორტმუნდი ბაიერნს უკვე 4 ქულით ჩამორჩება, ბუნდესლიგაში კი სულ ორი მატჩია დარჩენილი. "ყვითლების" საბოლოო იმედი ლაიფციგია - იმ შემთხვევაში, თუ ბაიერნს ლაიფციგთან ფეხი დაუცდება, მაშინ დორტმუნდელებს საჩემპიონო იმედები შეუნარჩუნდებათ.

"ჩვენ არ ვართ მეოცნებეები. ჩვენ უნდა მოვიგოთ საფინალო მატჩი, რომელსაც საკუთარ მოედანზე გავმართავთ და ვიმედოვნებ, რომ ბაიერნს ფეხი აუცილებლად დაუცდება. ეს არის ჩვენი ერთადერთი იმედი." - აღნიშნა შვეიცარიელმა.

დორტმუნდი ვერდერთან მატჩს 2:0 იგებდა, თუმცა საბოლოოდ მათ ეს უპირატესობა გაანიავეს და მატჩის მოგება ვერ მოახერხეს.

"პირველ ტაიმში გვქონდა შანსი, რომ ანგარიში სამამდე გაგვეზარდა, იმავე სიტუაცია იყო მეორე ნახევარშიც. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ანგარიში შეგვენარჩუნებინა, მაგრამ საბოლოოდ ორი ძალიან სულელური გოლი გავუშვით." - განაცხადა ფავრმა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდი ბუნდესლიგის 33-ე ტურში დიუსელდორფს მიიღებს.
    • Systematik
    5-05-2019, 23:31 147
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით