კონტაქტი

ბორუსია დორტმუნდის სატრანსფერო გეგმები

image
ბორუსია დორტმუნდს ამ ზაფხულს რამოდენიმე ფეხბურთელის შეძენა სურს, მათ შორის არიან: თორგან აზარი, იულიან ბრანდტი და ნიკო შულცი. ამასთან, გერმანულ კლუბს უფასოდ მინიმუმ 10 ფეხბურთელი დატოვებს - იტყობინება "Bild".

აქვე, გთავაზობთ მათ მიერ დასახელებულ ზაფხულის სატრანსფერო გეგმებს.

ძირითადი სამიზნეები
ბოლო თვეებში, დორტმუნდს სამ ფეხბურთელს უკავშირებენ, კერძოდ კი მიუნხენგლადბახის ბორუსიას თორგან აზარს, ლევერკუზენის ბაიერის იულიან ბრანდტს და ჰოფენჰაიმის ნიკო შულცს.

აზარმა უკვე განაცხადა, რომ ის თანახმაა დორტმუნდში გადასვლაზე, მაგრამ კლუბები ამ ტრანსფერის ფასზე ვერ თანხმდებიან - გერმანული პრესის ინფორმაციით, დორტმუნდი ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის, მაგრამ გლადბახი მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს.

იულიან ბრანდტთან დაკავშირებით ცნობილია, რომ დორტმუნდის სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი მის აგენტს და მამას შეხვდა, რათა ზაფხულის სავარაუდო ტრანსფერი განეხილათ.

23 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონია.

და ბოლოს, გერმანულმა კლუბმა უკვე დაადასტურა, რომ მათ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ნიკო შულცთან, რომლის სავარაუდო ღირებულება 20-25 მილიონია.

დამატებითი სამიზნეები
გერმანული გამოცემების მიხედვით, დორტმუნდი ეძებს როგორც თავდამსხმელს, ისევე ცენტრალურ ნახევარმცველს.

იტალიური რომას 23 წლის ფეხბურთელს, პატრიკ შიკს ასევე უკავშირებენ დორტმუნდს, რომელიც თავდამსხმელის პოზიციისთვის განიხილება.

ის გასულ ზაფხულს რომას სამპდორიადან, 9 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და 31 ჩატარებულ მატჩში 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

აგრეთვე, დორტმუნდი უმიზნებს მადრიდის რეალის ფეხბურთელს, მარკოს ლიორენტეს, რომელსაც ცენტრალურ ნახევარდაცვაში თამაში შეუძლია.

მინიმუმ 10 ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა სეზონის ბოლოს დორტმუნდი დატოვოს
პირველ რიგში, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კრისტიან პულიშიჩი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და ლონდონის ჩელსის შეუერთდება. ჩელსიმ მის სანაცვლოდ 64 მილიონი გადაიხადა, თუმცა ამერიკელი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე გერმანულ კლუბში დარჩა.

გარდა ამისა, დორტმუნდი სეზონის ბოლოს გაყიდვას უპირებს სამ ფეხბურთელს, ომერ ტოპრაკს, მაჰმუდ დაუდს და მაქსიმილიან ფილიპს - ეს ტრიო, გერმანულ კლუბს 2017 წელს შეუერთდა.

იულიან ვეიგლს გასულ იანვარში პსჟ-ს უკავშირებდნენ, თუმცა ფეხბურთელი საბოლოოდ გერმანიაში დარჩა. იმ შემთხვევაში, თუ ვეიგლი წასვლას გადაწყვეტს, მაშინ დორტმუნდი ამაზე ნამდვილად აღარ იბრძოლებს.

საბოლოოდ, "Bild"-ის ინფორმაციით, დორტმუნდი მზადაა დაემშვიდობოს ისეთ შვიდ ფეხბურთელს, რომლებიც იჯარის სახით სხვა კლუბებში თამაშობენ. ჯერემი ტოლიანი (სელტიკი), ალექსანდრ ისაკი (ტილბურგი), ძენის ბურნიჩი (დინამო დრეზდენი), სებასტიან როდე (აინტრახტი), შინჯი კაგავა (ბეშიქთაში), ანდრე შურლე (ფულჰემი) და ფელიქს პასლაკი (ნორვიჩი).
    • Systematik
    7-05-2019, 22:23 212
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით