კონტაქტი

მათეუსი დორტმუნდის საჩემპიონო მენტალიტეტით უკმაყოფილოა

image
ამ სეზონის განმავლობაში, ბორუსია დორტმუნდი პირველ ადგილს მთელი ცხრა ქულიანი უპირატესობით ინარჩუნებდა, მაგრამ მათი პოზიცია საბოლოოდ განადგურდა, მიუნხენის ბაიერნი კი ამჟამად პირველ ადგილს ოთხ ქულიანი უპირატესობით იკავებს და ბუნდესლიგაში სულ ორი მატჩია დარჩენილი.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ლოთარ მათეუსის თქმით, დორტმუნდი არ მოქმედებს სწორად იმისთვის, რომ ბუნდესლიგის ტიტულს დაეუფლოს.

"დორტმუნდს სჭირდება სწორი მენტალიტეტი, რომ ეს ჩემპიონატი მოიგოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე არც თუ ისე კარგად მიდის. ბორუსიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ყველაფერი დაკარგული აქვს. სეზონის დასასრულისთვის, ისინი შესაძლოა კმაყოფილნი მეორე ადგილით იყვნენ." - აღნიშნა გერმანელმა.

"მე ველოდები ისეთ ვინმეს, ვინც საბოლოოდ დორტმუნდში მთავარ სიგნალს მისცემს და იტყვის: - "ჩვენ გავხდებით ჩემპიონები!". - განაცხადა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდი მომდევნო შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დიუსელდორფს მიიღებს.
    • Systematik
    10-05-2019, 20:41 81
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით