კონტაქტი

ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება, ნიურნბერგი და ჰანოვერი გავარდნენ

image
ბუნდესლიგის 33-ე ტურის შედეგების მიხედვით, მიუნხენის ბაიერნი და ბორუსია დორტმუნდი კვლავ აგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

მიუნხენის ბაიერნს სტუმრად ლაიფციგთან გამარჯვება სჭირდებოდა, რათა ჩემპიონობა გაენაღდებინა, მაგრამ აღნიშნული შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 0:0 დასრულდა.

ბავარიელებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს, თუმცა VAR-ის საშუალებით გოლი გაუქმდა, რადგან რობერტ ლევანდოვსკი თამაშგარეში იმყოფებოდა.

"სიგნალ იდუნა პარკზე", ბორუსია დორტმუნდმა დიუსელდორფის ფორტუნა 3:2 დაამარცხა. სტუმრებისთვის აღნიშნული მატჩი არც ისე სახარბიელო გამოდგა, ვინაიდან მარცხთან ერთად, მათ პენალტი ვერ გამოიყენეს და ადამ ბოძეკმა წითელი ბარათი მიიღო.

ამჟამად, დორტმუნდი ბაიერნს მთელი ორი ქულით ჩამორჩება. ბუნდესლიგის ბოლო მატჩში ბაიერნი საკუთარ მოედანზე აინტრახტს მიიღებს, ხოლო დორტმუნდი სტუმრად გლადბახს დაუპირისპირდება.

ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფებმა მძიმე კრახი განიცადეს - ნიურნბერგი და ჰანოვერი ბუნდესლიგას დაემშვიდობნენ. ნიურნბერგი გლადბახთან 0:4 დამარცხდა, ხოლო ჰანოვერი ფრაიბურგთან 0:3.

მე-16 ადგილზე მყოფმა შტუტგარტმა ვოლფსბურგი 3:0 დაამარცხა და ბუნდესლიგაში დარჩენის იმედები გაიმყარა - ისინი ფლეი ოფებში ითამაშებენ, სადაც 2. ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გასულ კლუბს დაუპირისპირდება.
    • Systematik
    11-05-2019, 21:25 136
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით