კონტაქტი

დორტმუნდი აზარს 30 მილიონად გაიფორმებს და გერერო კლუბს დატოვებს ?

image
მიუნხენგლადბახის ბორუსიას ვარსკვლავმა, თორგან აზარმა ბორუსია დორტმუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ როდის გადაბარგდება ის "სიგნალ იდუნა პარკზე", ამ ზაფხულს თუ 2020 წელს, როცა მისი კონტრაქტი გლადბახთან ამოიწურება.

გერმანულმა გამოცემამ "Bild" უკვე დაადასტურა, რომ გლადბახი ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, მაგრამ "Kicker"-ის თქმით, დორტმუნდი 26 წლის ვინგერის სანაცვლოდ 30 მილიონს ჩამოდის.

გამოცემების თანახმად, ორივე გერმანული კლუბი ამ ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში ელოდება, მაგრამ ყველაფერი როგორც ჩანს ასე არ არის.

ამასობაში, დორტმუნდი ზაფხულში შესაძლოა კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა, რაფაელ გერერომ დატოვოს. პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2020 წლამდე მოქმედებს და "ყვითლების" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა აღნიშნა, რომ მათ ამ დროისთვის, გერეროს მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

როგორც ირკვევა, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი გერეროს დიდი გულშემატკივარია და სწორედ მას სურს 25 წლის ფეხბურთელის შეძენა.

გერერომ, რომელმაც ამ სეზონში მარცხენა მცველის და მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ითამაშა, სულ 31 მატჩი ჩაატარა და 6-6 გოლის გატანა, ასისტის გაკეთება მოახერხა.
    • Systematik
    13-05-2019, 19:08 99
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით