კონტაქტი

მინცლაფი: "ვერნერის თაობაზე ბაიერნთან მოლაპარაკებები არ დაგვიწყია"

image
23 წლის გერმანელი ფეხბურთელის, ტიმო ვერნერის კონტრაქტი ლაიფცგითან 2020 წლამდე მოქმედებს, მიუნხენის ბაიერნის ინტერესებიდან გამომდინარე კი, მას დღემდე არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი გერმანულ კლუბთან.

ლაიფციგის 43 წლის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ მინცლაფი აცხადებს, რომ ვერნერის თაობაზე ლაიფციგს ბაიერნთან მოლაპარაკებები არც კი დაუწყია, ამასთან ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანელი ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს.

"სიტუაცია ისევ იგივეა, ტიმო ვერნერი უარს ამბობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. ეს გამორიცხული არის თუ არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. სეზონის შემდეგ ყველაფერს ერთად განვიხილავთ." - აღნიშნა ლაიფციგის აღმასრულებელმა დირექტორმა.

"ვერნერის თაობაზე ბაიერნთან მოლაპარაკებები არც კი დაგვიწყია. ტიმოს სურვილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მან დაინახა, თუ როგორ განვითარდა კლუბი ამ სეზონში. შესაძლოა, მას არ სურს ბაიერნში წასვლა, ან შესაძლოა, მას სურდეს შეუერთდეს პსჟ-ს, ლივერპულს ან დორტმუნდს." - განაცხადა მინცლაფმა.

ვერნერის ლაიფციგი ბაიერნს 25 მაისს, გერმანიის თასის ფინალში დაუპირისპირდება.
    • Systematik
    13-05-2019, 20:46 146
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით