კონტაქტი

შნეიდერი ბაიერნს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს საუბარი ნიუბელის თაობაზე

image
შალკეს სპორტული დირექტორი, იოხენ შნეიდერი მიუნხენის ბაიერნს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს საუბარი ალექსანდრ ნიუბელის შესახებ, რომელსაც სჯერა, რომ ის მალე "ლურჯებთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"Kicker"-თან ინტერვიუში, შნეიდერი აღნიშნავს, რომ ის დაუკავშირდა მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელ დირექტორს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და უთხრა, რომ ბაიერნის ბოსებმა მედიასთან ნიუბელზე ღიად არ ისაუბრონ, ვინაიდან ეს გამოიწვევს დიდ შეშფოთებას შალკეს ირგვლივ.

"რუმენიგე ისე იქცევა, რომ თითქოს მან ყველაფერს უკეთ მიხვდა და დარწმუნდა, რომ ეს იყო იძულებით განხორციელებული ქმედება." - აღნიშნა შნეიდერმა.

ნიუბელის მიმდინარე კონტრაქტი შალკესთან 2020 წლამდე მოქმედებს და შალკე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გერმანელი გოლკიპერი კიდევ დიდი ხნით დარჩეს.

"ჩვენი სურვილია, რომ ნიუბელი კიდევ დიდი ხნით დარჩეს შალკეში. მე ვესაუბრე მას და მის აგენტს ამის შესახებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შევინარჩუნოთ." - განაცხადა შალკეს სპორტულმა დირექტორმა.

22 წლის გერმანელმა ამ სეზონში სულ 21 მატჩი ჩაატარა.
    • Systematik
    13-05-2019, 21:40 105
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით