კონტაქტი

რაფინია და რობენი ბაიერნს დაემშვიდობნენ

image
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მიუნხენის ბაიერნს ორმა ფეხბურთელმა, რაფინიამ და არიენ რობენმა დაემშვიდობნენ.

ორივე ვეტერან ფეხბურთელს გერმანულ გრანდში საკმაოდ დიდი დრო აქვს გატარებული, მაგრამ მათი ერა დასრულდება ამ ზაფხულს, როდესაც ისინი ფრანკ რიბერისთან ერთად კლუბს დატოვებენ.

"აქ გატარებული რვა წელი იყო მშვენიერი. ასევე მქონდა რამდენიმე დიდებული მომენტიც. ტრიპლეტი 2013 წელს იყო განსაკუთრებული. ახლა, კი ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა." - აღნიშნა რაფინიამ.

33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბაიერნს 2011 წელს შემოუერთდა, კლუბში მეგობრობას გაუსვა ხაზი.

"ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ - ჩვენ ვართ ოჯახი. მეგობრობა არის უდიდესი რამ, რაც ყველას გაგვაჩნია." - განაცხადა ბრაზილიელმა.

არიენ რობენმა, რომელიც ბაიერნს 2009 წელს შეუერთდა, მედიასთან ინტერვიუში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"10 წელი ძალიან დიდი დროა. ვფიქრობ, რომ ეს კარგის მანიშნებელია, როცა დრო სწრაფად მიდის. ეს გვიჩვენებს, რომ ის დრო იყო განსაკუთრებული და ვიყავით ბედნიერნი." - აღნიშნა რობენმა.

რიბერისთან მეგობრობის და პარტნიორობის შესახებ:

"პირველი დღიდან მხოლოდ ცოტა რამ ვიცოდი მასზე. მოედანზე ყველაფერი სახალისო იყო, ერთად უამრავი მშვენიერი გოლი გაგვქონდა. ასისტი ფრანკიდან, გოლი კი ჩემგან. არსებობდა გოლის გატანის სხვა გზაც, მაგრამ არა ბევრი." - განაცხადა ჰოლანდიელმა.
    • Systematik
    14-05-2019, 22:25 166
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით