კონტაქტი

Kicker: პსჟ და მანჩესტერი ლევანდოვსკით დაინტერესდნენ

image
პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედი მიუნხენის ბაიერნის 30 წლის თავდამსხმელით, რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესდნენ - იტყობინება "Kicker".

ლევანდოვსკი, რომლის მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდე მოქმედებს, გასულ ზაფხულს ბაიერნის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ პოლონელმა ფეხბურთელმა დიდი იმედგაცრუება განიცადა, იმ დროს, ბავარიელებმა ის გუნდიდან არ გაუშვეს.

მას შემდეგ, ლევანდოვსკი და ბაიერნი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მიმდინარე კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. თუმცა, "Kicker"-ის მიხედვით, მხარეები ლევანდოვსკის ახალ პოტენციურ კონტრაქტს არ ეთანხმებიან. ბაიერნი მზად არის, რომ პოლონელ თავდამსხმელს აღნიშნული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს, რომელიც 2022 წლამდე იმოქმედებს, მაგრამ ფეხბურთელებს ამ გარიგების უფრო დიდი ხნით გაგრძელება სურთ.

ახლა კიდევ უფრო შესაძლებელია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის და პსჟს ინტერესებმა გავლენა ლევანდოვსკისა და ბაიერნს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე იქონიოს, ან სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს.

30 წლის ფეხბურთელმა ბაიერნს 2014 წელს დორტმუნდის ბორუსიადან შეუერთდა. მას შემდეგ, მან სულ 240 მატჩი ჩაატარა და 189 გაიტანა.
    • Systematik
    16-05-2019, 21:13 75
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით