კონტაქტი

ჰიონესი: "არ მსურს ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 ან 100 მილიონი გადავიხადო"

image
ნამდვილად აუცილებელი ბოროტება იყო, როდესაც მიუნხენის ბაიერნმა დაამყარა მისი სატრანსფერო რეკორდი და მადრიდის ატლეტიკოდან ლუკას ჰერნანდესის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადა - ამბობს გერმანული გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი.

"არ მსურს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 ან 100 მილიონი გადავიხადო. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბარსელონას, მანჩესტერ სიტის ან ლივერპულის გზას მივყვეთ, მაშინ ზოგჯერ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მე ნამდვილად არ მომწონს." - განაცხადა ული ჰიონესმა.

ულიმ ასევე ისაუბრა ნიკო კოვაჩის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებზე, რომელიც ძირითადად ბაიერნში ხორვატი სპეციალისტის მომავალს ეხება.

"ჩვენ გვინდა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება ბუნდესლიგის ჩემპიონატის მოგებაზე გადავიტანოთ. ამის შემდეგ ყველანი ბედნიერი ვიქნებით." - აღნიშნა გერმანელმა.

ბორუსია დორტმუნდთან გოლების შეფარდების მიხედვით, თუ ბაიერნი შაბათს აინტრახტის წინააღმდეგ ფრეს ითამაშებს, მაშინ ისინი ბუნდესლიგის ტიტულს ზედიზედ მეშვიდედ დაეუფლებიან. 
    • Systematik
    17-05-2019, 19:02 151
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით