კონტაქტი

იულიან ბრანდტმა განმარტა, თუ რატომ გადავიდა დორტმუნდში

image
იულიან ბრანდტი აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ ის ახალ გამოწვევას მიიღებს მას შემდეგ, რაც დორტმუნდმა ლევერკუზენიდან მის სანაცვლოდ 25 მილიონი გადაიხადა.

"ლევერკუზენის დატოვება ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, მაგრამ მე მაქვს ისეთი განცდა, რომ რაღაც ახალი მელის. მინდა ჩემი თავი კიდევ ერთხელ დავამტკიცო. ეს ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან ახალ გამოწვევებს მივიღებ." - აღნიშნა ბრანდტმა.

"ეს არის სხვადასხვა მასშტაბები - როგორც კი საქმე ეხება გულშემატკივრებს და საერთაშორისო მიღწევებს. აქედან გამომდინარე, ზეწოლა დორტმუნდზე უფრო დიდია. დორტმუნდმა გასულ სეზონში ბევრი ქულა დააგროვა, თუმცა ისინი სუსტ ფაზაში იმყოფებოდნენ, ეს საკითხი კი ძალიან ფართოდ განიხილებოდა."

"როდესაც ჩვენ ლევერკუზენთან ერთად მეათე ადგილზე ვიყავით, ჩვენ არ გვქონდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ კლუბის გარეთ ყველანი აღშფოთებულნი იყვნენ. ის ფაქტი, რომ ეს განსხვავდება დორტმუნდში, მაყალიბებს მე, როგორც პიროვნულად, ისე ფეხბურთელად." - განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.

2018/19 სეზონში ბრანდტმა სულ 10 გოლი გაიტანა. 
    • Systematik
    11-06-2019, 15:46 203
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით