კონტაქტი

გამოცემა: ლევერკუზენის რადარზე ოთხი ფეხბურთელია

image
2019/20 სეზონის წინ, ლევერკუზენის ბაიერის რადარზე ოთხი ახალი ფეხბურთელია - იტყობინება "Sport Bild".

ლევერკუზენმა ჰოფენჰაიმიდან უკვე იყიდა კერემ დემირბეი, რომლის სანაცვლოდაც 35 მილიონი გადაიხადა და ეს მათი სატრანსფერო რეკორდია. მაგრამ იულიან ბრანდტის დორტმუნდში 25 მილიონის სანაცვლოდ გაყიდვის შემდეგ, ბაიერს აქვს შანსი, რომ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელოს.

ბაიერის რადარზე არის დინამო ზაგრების შემტევი ნახევარცმველი, დანი ოლმო, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 25 მილიონია. ჰოფენჰაიმის ფეხბურთელი, ნადიმ ამირი არის კიდევ ერთი ვარიანტი ამ პოზიციისთვის, მისი ღირებულება კი 17 მილიონია.

გარდა ამისა, ლევერკუზენი ეძებს ახალ თავდამსხმელს. ფულჰემის ალექსანდარ მიტროვიჩი და უოტფორდის დოდი ლუკებაკიო, რომელმაც გასული სეზონი დიუსელდორფის ფორტუნაში გაატარა, მთავარი კანდიდატები არიან. მათი სავარაუდო ღირებულება 20 მილიონის ფარგლებშია. 
    • Systematik
    12-06-2019, 17:48 116
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით