კონტაქტი

რუმენიგემ ბაიერნის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

image
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანული გრანდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

ძირითადად მან აქცენტი გააკეთა ბაიერნის მთავარ სამიზნეებზე, კაი ჰავერცზე, ლეროი სანეზე და ტიმო ვერნერზე.

ცოტა ხნის წინ, ლევერკუზენის სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა განაცხადა, რომ კაი ჰავერცი აუცილებლად დარჩება გერმანულ კლუბში, აქედან გამომდინარე, რუმენიგე აცხადებს, რომ ეს არის ის, რაც მას გარკვევით უთხრეს.

"რამდენიმე კვირის წინ, ამ ინტერესიდან გამომდინარე საუბარი მქონდა რუდი ფიოლერთან. მე მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი და ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მე ვკითხე რუდის ბაიერის გეგმებზე, კაი ჰავერცთან დაკავშირებით." - აღნიშნა რუმენიგემ.

"მან მითხრა მე, რომ ლევერკუზენში შეთანხმება არსებობს, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარესთან ერთად და ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი აუცილებლად ითამაშებს ბაიერში მომდევნო სეზონშიც."

"არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ჰავერცი ერთ დღეს ბაიერნში. ამის მართვა მარტივი არ არის. კაი ჰავერცი არის კარგი ფეხბურთელი, ამას ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მას კონტრაქტი ბაიერთან 2022 წლამდე აკავშირებს." - განაცხადა ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ლეროი სანესთან დაკავშირებით, რუმენიგემ კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებულია.

"ტრანსფერში ყოველთვის არსებობს სამი მხარე. პირველ რიგში, თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ სად ხედავს ის საკუთარ მომავალს."

როდესაც საქმე ეხება ტიმო ვერნერს, სიტუაცია ძალიან განსხვავებულია. თუ ბაიერნი გადაწყვეტს გერმანელის შეძენას, რუმენიგე აუცილებლად მიმართავს ლაიფციგს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.

"ლაიფციგს არ სურს გაუშვას ტიმო ვერნერი უფასოდ 2020 წელს. მე ეს ძალიან კარგად ვიცი. ჩემი ურთიერთობა ოლივერ მინცლაფთან არის ძალიან კარგი (ლაიფციგის ბოსი). შვიდი თუ რვა კვირის წინ მე მას ვუთხრარი, რომ თუ ტიმო ვერნერისადმი სერიოზული ინტერესი გვექნება, მაშინ აუცილებლად მივმართავ მას." - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
    • Systematik
    12-06-2019, 21:02 343
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით