კონტაქტი

კრუზემ ფენერბახჩეში გადასვლის შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა

image
მას შემდეგ, რაც 31 წლის გერმანელი ფეხბურთელი, მაქს კრუზე ბრემენის ვერდერიდან თურქეთის კლუბ ფენერბახჩეში გადავიდა, მან ხალხისგან უამრავი კრიტიკა დაიმსახურა.

კრუზეს თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ის იყო, რომ "მუსიკოსები" მომდევნო სეზონში ევროასპარეზზე ვერ ითამაშებენ. მაგრამ სიტუაცია მისთვის ახალ კლუბშიც უცვლელია, ვინაიდან ფენერბახჩემ თურქეთის სუპერლიგა მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

აქედან გამომდინარე, ხალხის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ კრუზეს ეს გადაწყვეტილება ფულთან არის დაკავშირებული. მაგრამ 31 წლის ფეხბურთელი ამ 'ბრალდებებს' უარყოფს.

"თუ საქმე ბევრ ფულს ეხება, მაშინ მე ახლა ჩინეთში ვიქნებოდი. ბრემენის დატოვება, არ ყოფილა ვერდერის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. მე ეს ჩემთვის გავაკეთე." - აღნიშნა კრუზემ.

"მე ნამდვილად არ მაინტერესებს, თუ რას ფიქრობს ხალხი. რა თქმა უნდა, მქონდა შანსი, რომ ამერჩია ისეთი გუნდი, რომელიც მომდევნო სეზონში ევროასპარეზზე ითამაშებდა. მაგრამ პირადად ჩემთვის, სხვა ფაქტორებიც უფრო უკეთ განიხილებოდა." - განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.

კრუზემ ფენერბახჩესთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
    • Systematik
    8-07-2019, 21:05 158
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სარგის ადამიანი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით