კონტაქტი

ბაიერნის მიმდინარე სატრანსფერო სამიზნეები

image
ლეროი სანე კვლავ რჩება მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეების სიაში, ვინგერის პოზიციაზე. მაგრამ კვლავ გაურკვეველია, სურს მას თუ არა "ალიანს არენაზე" კარიერის გაგრძელება. ასე რომ, რას გააკეთებს მიუნხენის ბაიერნი, თუ სანე საბოლოოდ არ შეუერთდება გერმანულ კლუბს ?..

უსმან დემბელე განიხილება, როგორც ლეროი სანეს ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივა. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ დემბელე მინიმუმ 100 მილიონი ღირს. "Bild"-ის მიხედვით, კარლ-ჰაინც რუმენიგეს ამ ტრანსფერის განხორციელების დიდი სურვილი აქვს, ვიდრე კლუბის პრეზიდენტს, ული ჰიონესს.

არსებობს სხვა ვარიანტებიც. აღნიშნული გამოცემა იტყობინება, რომ ბაიერნის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი შეხვდა აიაქსის ვარსკვლავის, ჰაკიმ ზიეჩის აგენტს, რათა სეზონის ბოლოს შესაძლო ტრანსფერი განეხილათ.

ამასობაში, გერმანულმა კლუბმა ასევე გამოთქვა ინტერესი იანიკ ფერეირა კარასკოზე, სტივენ ბეგუინზე, ლეონ ბაილიზე და დანი ოლმოზე.

გასულ იანვარში, ბაიერნმა განაცხადა, რომ ისინი დაინტერსებულნი იყვნენ ლონდონის ჩელსის ახალგაზრდა ვარსკვლავით, ქალუმ-ჰუდსონ ოდოით, მაგრამ ლონდონელებმა საბოლოოდ ინგლისელის შენარჩუნება მოახერხეს.

გერმანული გამოცემების მიხედვით, "რეკორდმაისტერი" ესპანიოლის 22 წლის ნახევარმცველს, მარკ როკას აკვირდება. გარდა ამისა, გერმანული კლუბის სატრანსფერო გეგმებში მოექცა ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, ხორვატი მარიო მანჯუკიჩი. რაც შეეხება ტიმო ვერნერს, მისი ბედი კვლავ გაურკვეველია.

ამრიგად, ბაიერნმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა ლუკას ჰერნანდესი, ბენჟამინ პავარი და იან-ფიტ არპი.
    • Systematik
    10-07-2019, 13:28 285
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სარგის ადამიანი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით