კონტაქტი

სალიჰამიჯიჩი მოთმინებას ითხოვს, რადგან ის შემდგომ ტრანსფერებზე მუშაობს

image
ამ დრომდე, მიუნხენის ბაიერნმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა სულ სამი ფეხბურთელი, ესენია: ლუკას ჰერნანდესი, ბენჟამინ პავარი და იან-ფიტ არპი. თუმცა, გერმანიის ჩემპიონებზე ზეწოლა კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან კლუბის გულშემატკივრები შემდგომი ტრანსფერების განხორციელებას ითხოვენ.

მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი ვერ ხედავს პანიკის მიზეზს და ითხოვს მოთმინებას.

"ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მე არ ვგრძნობ რაიმე სახის ზეწოლას." - აღნიშნა ჰასანმა.

"სატრანსფერო ბაზარზე, რამდენიმე საკითხზე უკვე ვმუშაობთ. ყველამ უნდა მოითმინოს - ეს მეხება როგორც მე, ისე მთელ გუნდს, გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ეს რთული ამოცანაა."

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული უკვე მოხდა. თუ შევხედავ ჩვენს გუნდს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან მალე ვნახავთ." - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნის მთავარი სამიზნე ლეროი სანეა.
    • Systematik
    12-07-2019, 17:06 168
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით