კონტაქტი

რუმენიგე დორტმუნდთან, ლაიფციგთან და ლევერკუზენთან კონკურენციას უფრთხის

image
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ დორტმუნდი, ლაიფციგი და ლევერკუზენი 2019/20 სეზონის ბუნდესლიგის მოსაგებად, ბავარიულ კლუბს აუცილებლად გაუწევენ კონკურენციას.

"ჩვენ გვსურს, რომ ეს ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ მოვიგოთ. მაგრამ მე ვიცი, რომ დორტმუნდი კვლავ შეგვებრძოლება. აქვე ვვარაუდობ, რომ ლაიფციგი ასევე ახლოს იქნება ჩვენთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს - მათ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ეყოლებათ. შესაძლოა, ლევერკუზენიც, რომელმაც გასულ სეზონში თავის ახალ მწვრთნელთან ერთად მნიშვნელოვნად განვითარდა." - აღნიშნა რუმენიგემ.

"ჰო მართლა, მე ვუყურებ ინგლისურ ფეხბურთს ყოველ კვირა დღეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საინტერესოა, არამედ იმიტომ, რომ ეს ძალიან ძლიერი ჩემპიონატია. იქ ხუთი თუ ექვსი კლუბი თამაშობს ტიტულის მოსაგებად. ეს ძალიან კარგია ლიგისთვის." - განაცხადა ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გასულ სეზონში, ბაიერნმა დორტმუნდი უკან 2 ქულით მოიტოვა.
    • Systematik
    12-07-2019, 18:09 119
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით