კონტაქტი

დორტმუნდის შემადგენლობა და გუნდის სიღრმე 2019/20 სეზონში

image
ბორუსია დორტმუნდმა არა მხოლოდ გააუმჯობესა თავისი ხარისხი, არამედ გუნდის სიღრმეც, მათი ახალი შენაძენების მიხედვით.

იულიან ბრანდტის (ლევერკუზენი 25 მილიონი), ნიკო შულცის (ჰოფენჰაიმი 25.5 მილიონი), თორგან აზარისა (გლადბახი 25.5 მილიონი) და მატს ჰუმელსის (მიუნხენის ბაიერნი 30.5 მილიონი) გერმანულ კლუბში მისვლის შემდეგ, დორტმუნდს ახლა თითოეული პოზიციისთვის მინიმუმ ორი ფეხბურთელი ჰყავს.

"ჩვენმა ტრანსფერებმა უპირველეს ყოფლისა გააუმჯობესა გუნდის ხარისხი, მაგრამ ასევე გუნდის სიღრმის თვალსაზრისით, უკეთეს პოზიციაში გადავედით. ჩვენ თითოეული პოზიციისთვის ორი ფეხბურთელი გვყავს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფეხბურთელი დაზიანდება, მას ადეკვატურად ჩავანაცვლებთ"

"ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ შემოსავლებისა და შედეგების ბალანსი არის სწორი. გასულ წლებში, ჩვენ რეგულარულად ვხარჯავდით უფრო მეტს ფულს, ვიდრე სატრანსფერო დეპარტამენტში. ამიტომ გადავწვყიტეთ, რომ ჩვენს გუნდში ამ ზაფხულს მეტი თანხა უნდა ჩაგვედო." - განაცხადა ცორკმა.

დიდი ალბათობით, მატს ჰუმელსი ცენტრალურ დაცვაში მანუელ აკანჯის პარტნიორი იქნება. იულიან ვეიგლი, აბდუ დიალო და აქსელ ზაგადუ, ამ პოზიციას დუბლიორობით უზრუნველყოფენ. ამ სამ ფეხბურთელს, ცოტა ხნის წინ სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ და დრო გვიჩვენებს, დატოვებს თუ არა რომელიმე მათგანი დორტმუნდს.

მოედნის წინ, იულიან ბრანდტი და თორგან აზარი ახალ შეტევას შემოგვთავაზებენ, რაც სავარაუდოდ, დორტმუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის სასურველი სისტემის შეცვლას გამოიწვევს, 4-3-2-1 ფორმაცია 4-1-4-1 ფორმაციით შეიცვლება.

იხილეთ დორტმუნდის სავარაუდო შემადგენლობა 2018/19 სეზონისთვის და ასევე სასურველი ალტერნატივა ფეხბურთელები თითოეულ პოზიციაში:

რომან ბიურკი (მარვინ ჰიტცი)

აჩრაფ ჰაკიმი (ლუკაშ პიშჩეკი)
მანუელ აკანჯი (იულიან ვეიგლი)
მატს ჰუმელსი (დან-აქსელ ზაგადუ/აბდუ დიალო)
ნიკო შულცი (მარსელ შმელცერი)

აქსელ ვიტსელი (ტომას დილეინი)

ჯეიდონ სანჩო (მარიუს ვოლფი)
იულიან ბრანდტი (მაჰმუდ დაუდი)
მარკო როისი (სერხი გომეზი)
თორგან აზარი (ბრუნ ლარსენი)

მარიო გიოტცე (პაკო ალკასერი) 
    • Systematik
    14-07-2019, 17:57 281
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სარგის ადამიანი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით