კონტაქტი

ბუნდესლიგის 10 ახალწვეული, რომლებსაც 2019/20 სეზონში უნდა დავაკვირდეთ

image
1. ლუკას ჰერნანდესი, მადრიდის ატლეტიკოდან მიუნხენის ბაიერნში (80 მილიონი)
ამ შენაძენით, მიუნხენის ბაიერნმა თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა და ლუკას ჰერნანდესი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მოლოდინები ძალიან დიდია, მეტიც, მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰერნანდესს ბუნდესლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველი უწოდა. საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონს ასევე შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში. მარტში ლუკასმა ტრავმა მიიღო და ის ამჟამად დასაბრუნებლად ემზადება.

2. ხავერ შლაგერი, ზალცბურგიდან ვოლფსბურგში (15 მილიონი)
ენერგიული ავსტრიელი ფეხბურთელი ოლივერ გლასნერის ვოლფსბურგის შემადგენლობაში ცენტრალურ ნახევარდაცვაში მთავარ როლს ითამაშებს. 21 წლის შლაგერი ზალცბურგისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ახლა, ის შემდეგ ნაბიჯს გერმანიაში გადადგამს.

3. მუსა დიაბი, პსჟ-დან ლევერკუზენში (15 მილიონი)
მუსა დიაბიმ ლიგა 1-ის გასულ სეზონში საკმაოდ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. მან პსჟ-ს შემადგენლობაში სულ 34 მატჩი ჩაატარა, აქედან 4 გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა. ახლა, ის საკუთარი სახელის წარმოჩენას გერმანიის ბუნდესლიგაში შეეცდება.

4. კრისტოფერ ნკუნკუ, პსჟ-დან ლაიფციგში (13 მილიონი)
დიაბის მსგავსად, ნკუნკუც პარიზული კლუბის ღირსებას იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს შემადგენლობაში მოხვედრისთვის დიდი კონკურენცია იყო, 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სულ 78 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 გადაცემა მიითვალა.

5. შტეფან ლაინერი, ზალცბურგიდან გლადბახში (12 მილიონი)
გლადბახმა ახალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი დანიშნა, მარკო როზე, რომელმაც ზალცბურგიდან თან ლაინერიც წამოიყვანა. საკმაოდ ძლიერი, მარჯვენა მცველი მთელი 4 წლის განმავლობაში ზალცბურგისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მან სულ 171 მატჩი ჩაატარა, 13 გაიტანა და 34 ასისტი მიითვალა. გლადბახის შემადგენლობაში ლაინერი მთავარ როლს ითამაშებს.

6. რობერტ სკოვი, კოპენჰაგენიდან ჰოფენჰაიმში (10 მილიონი)
სკოვმა გასულ სეზონში ძალიან კარგად ისიამოვნა, რადგან მან დანიის სუპერლიგაში სულ 34 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, ამით რობერტმა რეკორდიც კი დაამყარა. ის ძალიან კარგად იყენებს მარცხენა ფეხს, განსაკუთრებით საჯარიმო დარტყმების დროს.

7. მარკუს ტურამი, გენგამიდან გლადბახში (9 მილიონი)
მარკუს ტურამი საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონის, ლილიან ტურამის შვილია. გასულ სეზონში მარკუსმა ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. სავარაუდოდ, 21 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში დიდ კონკურენციას უნდა ელოდოს.

8. დეილი სინკგრავენი, აიაქსიდან ლევერკუზენში (5 მილიონი)
სინკგრავენი პეტერ ბოშის აიაქსის შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა და 2016/17 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფინალშიც მოახერხა გასვლა. ახლა ორივე მათგანი, საკუთარ შესაძლებლობებს ლევერკუზენში გამოცდიან.

9. დეიან იოველიჩი, ბელგრადიდან აინტრახტში (4 მილიონი)
19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანულ კლუბში თავისი თანამემამულის, ლუკა იოვიჩის ადგილს დაიკავებს, რომელიც ამ ზაფხულს შეუერთდა მადრიდის რეალს. აქამდე, იოველიჩს განსაკუთრებული შესაძლებლობებით ახასიათებდნენ და აინტრახტში ის თავის დამკვიდრებას აქტიურად შეეცდება.

10. ჟოაო ვიქტორი, ლასკ ლინციდან ვოლფსბურგში (3.5 მილიონი)
ვოლფსბურგის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა ჟოაო ვიქტორი დაუყონებლივ აიყვანა. ის არის სწრაფი ვინგერი, რომელიც მხოლოდ გოლის გასატანად იბრძვის. გლასნერი და ვიქტორი ერთად სწორედ ლასკში მუშაობდნენ. ძლიერი პრე-სეზონის შემდეგ, ჟოაო ვიქტორი შემდეგი ნაბიჯის გადადგმას გერმანიაში შეეცდება.
    • Systematik
    11-08-2019, 14:13 178
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
რამი ბენსებაინი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
16
2
ტიმო ვერნერი
15
3
როუენ ჰენინგსი
10
4
სებასტიან ანდერსონი
8
5
მარკო როისი
8
FACEBOOK - შემოგვიერთდით