კონტაქტი

ყველა დროის საუკეთესო გერმანიის ეროვნული ნაკრები ?

image
დორტმუნდში, გერმანიის ფეხბურთის მუზეუმის ინიციატივით, გამოჩენილი სპორტული ჟურნალისტების ჟიურიმ შეარჩია 11 ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელიც მათი აზრით ყველა დროის საუკეთესოა. ეს ფეხბურთელები არიან გერმანული ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები, რომელიც ამ წლის დასაწყისში გაიხსნა.

ჟიურის შეეძლო ეჩვენებინა ყველა გერმანელი ფეხბურთელი, რომელთა კარიერაც მინიმუმ ხუთი წლის წინ დასრულდა. ამიტომ, მაგალითისთვის, მათ არ შეეძლოთ აღნიშნულ გუნდში ფილიპ ლამი აერჩიათ, რადგან გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.

საბოლოოდ, ჟიურის შემადგენლობაში შედიოდა 26 ფეხბურთელისა და 3 მწვრთნელის სია და მათ 11 კაციანი შემადგენლობა ერთად შეადგინეს.

მწვრთნელი:

ზეპ ჰერბერგერი
უხელმძღვანელა გერმანიას 1954 წელს, სადაც მათ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უნგრეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და პირველად დაეუფლნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ეს თამაში ცნობილია, როგორც "ბერნის სასწაული". მანამდე, 1930-იან წლებში, ის იყო ბრისლაუ ელევენის მთავარი მწვრთნელი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდადაა დასახელებული.


გოლკიპერი:

ზეპ მაიერი
მაიერმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში სულ 95 მატჩი ჩაატარა და ის არის მეკარე, რომელმაც ყველაზე მეტჯერ ითამაშა ბუნდესთიმისთვის. მან გერმანიასთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი (1972) და მსოფლიო ჩემპიონატი (1974). მაიერმა მთელი თავისი საკლუბო კარიერა მიუნხენის ბაიერნში გაატარა, ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა და სამჯერ ევროპის თასი.


მცველები:

ანდრეს ბრემე
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრემემ მთავარი როლი ითამაშა. კერძოდ, მან გაიტანა პენალტი და გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ბაიერნთან და კაიზერსლაუტერნთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა. საზღვარგარეთ, 1989 წელს ინტერთად ერთად სერია ა.

ფრანც ბეკენბაუერი
ბეკენბაუერი ბევრჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც ფეხბურთელმა, ისე მწვრთნელმაც. საკლუბო დონეზე, ყველაზე მეტი დრო მიუნხენის ბაიერნში გაატარა და ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა (პლიუს მწვრთნელმა), ევროპის თასი კი სამჯერ.

პოლ ბრეიტნერი
ბრეიტნერმაც ასევე მოახერხა ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. გარდა ამისა, მან საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მოიგო. ის თამაშობდა მიუნხენის ბაიერნში და მადრიდის რეალში.


ნახევარმცველები:

ფრიტც ვალტერი
ვალტერი გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი გახლდათ, რომელმაც 1954 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. კარიერის ბოლომდე კაიზერსლაუტერნში თამაშობდა და ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი.

მატიას ზამერი
1996 წელს ზამერი გახდა ევროპის ჩემპიონი და ასევე საკლუბო დონეზე ყველაზე მეტჯერ მოიგო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტიტული - განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგა, ბორუსია დორტმუნდთან ერთად 1997 წელს. მოგვიანებით, მან მოიგო ბუნდესლიგა დორტმუნდთან ერთად მწვრთნელის რანგში. მან კარიერა მძიმე ტრავმის გამო 1998 წელს დაასრულა.

ლოთარ მათეუსი
მათეუსმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი, 150 მატჩი ჩაატარა და ამით ის რეკორდსმენია. მან ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი. არის ბუნდესლიგისა და სერია ა-ს გამარჯვებული.

გიუნტერ ნეტცერი
ნეტცერი არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ასევე მოიგო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები. ყველაზე მეტი დრო მიუნხენგლადბახის ბორუსიას დაუთმო. მოგებული აქვს ლა ლიგისა და ბუნდესლიგის ჩემპიონატები.


თავდამსხმელები:

უვე ზეელერი
უარი უთხრა ბევრ მომგებიან შემოთავაზებებს და მთელი თავისი კარიერა ჰამბურგში გაატარა. მან ამ კლუბისთვის 400-ზე მეტი გოლი გაიტანა. მოიგო ბუნდესლიგის ჩემპიონატი. სამწუხაროდ, 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.

გერდ მიულერი
დასავლეთ გერმანიის შემადგენლობაში ჩაატარა 62 მატჩი და გაიტანა 68 გოლი. რაც შეეხება კლუბს, მან მიუნხენის ბაიერნში სულ 541 შეხვედრა ჩაატარა და 476 გაიტანა. გერდს უწოდებდნენ "ერის ბომბდამშენს". მან ასევე მოიგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები.

ჰელმუთ რანი
1954 წელს, რანის ლეგენდარულმა გოლმა გამოიმუშავა პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. მოგებული აქვს ბუნდესლიგა და თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ესენში გაატარა.


    • Systematik
    12-08-2019, 21:07 317
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
რამი ბენსებაინი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
16
2
ტიმო ვერნერი
15
3
როუენ ჰენინგსი
10
4
სებასტიან ანდერსონი
8
5
მარკო როისი
8
FACEBOOK - შემოგვიერთდით