კონტაქტი
კოუტინიო: "იმედი მაქვს, ბაიერნში დიდხანს დავრჩები"

კოუტინიო: "იმედი მაქვს, ბაიერნში დიდხანს დავრჩები"

image
მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა ფილიპე კოუტინიოს შეძენა კატალონიის ბარსელონადან, დღეს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოფიციალურად წარსდგა თავის ახალ კლუბში.

გერმანული გრანდის აღმასრულებელი დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგესა და პრეზიდენტის ული ჰიონესის გვერდით მჯდომმა კოუტინიომ ისაუბრა იმაზე, თუ რის მიღწევას შეეცდება ის ამ კლუბში.

"წელიწადნახევრის წინ, მე ინგლისიდან ესპანეთში გადავედი. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე და უამრავი ტიტული მოვიგე, სულ ბოლოს კი კოპა ამერიკა. ახლა, მე მქონდა შანსი, რომ მოვსულიყავი ბაიერნში. ეს უდიდესი კლუბია. ისინი ბარსელონაში მივიდნენ და მათ პროექტი წარუდგინეს. პირველივე წუთიდან, მე ამის ძალიან დიდი იმედი მქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ული ჰიონესს, რადგან კლუბმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ მე აქ, ბაიერნში ვყოფილიყავი."

"რა თქმა უნდა, მოლოდინები ძალიან დიდია. ჩემს გუნდთან ერთად, წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რათა მოვიგო ბუნდესლიგა, თასი და ჩემპიონთა ლიგა."

"იმედი მაქვს, ბაიერნში დიდხანს დავრჩები და ბევრ ტიტულს მოვიგებთ." - განაცხადა კოუტინიომ.

კოუტინიო ბაიერნში ერთ წლიანი იჯარის სახით ითამაშებს.
    • Systematik
    19-08-2019, 20:00 236
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით