კონტაქტი
ლუსიენ ფავრი:"ეს იყო მძიმე ბრძოლაში გამარჯვება!"

ლუსიენ ფავრი:"ეს იყო მძიმე ბრძოლაში გამარჯვება!"

image
ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში,სადაც ერთმანეთს "მაინცი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდნენ,შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ 1:2 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ რთული გამოდგა,შეცვლაზე შემოსულმა პაკო ალკასერმა 2 წუთში შეძლო გოლის გატანა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. გოლიდან 4 წუთში კი მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს და ანგარიში 1:1 გახდა,მატჩს საბოლოოდ წერტილი კი 76-ე წუთზე ლუკაშ პიშეკმა დაუსვა,1:2.

მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა,ლუსიენ ფავრმა.

"ეს იყო ძალიან რთული მატჩი და ჩვენ ამ მძიმე ბრძოლაში შევძელით გამარჯვება. ჩვენი მეტოქეები ძალიან კარგად თამაშობდნენ,ასევე ტაქტიკურადაც. მათ შეცვალეს მათი სისტემა. უნდა აღინიშნოს ისიც,რომ პირველი ტაიმი გაცილებით კარგი გამოგვივიდა,მეორე ტამში კი ცოტა მოვიკოჭლეთ,მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით შედგა. ახლა მთავარია სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის უფრო უკეთესად მოვემზადოთ!" - განაცხადა 61 წლის სპეციალისტმა.
    • Systematik
    24-11-2018, 22:51 250
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით