კონტაქტი

მანუელ ნოიერმა თავის მომავალზე ისაუბრა

image
33 წლის ასაკში, მანუელ ნოიერი კვლავ რჩება გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ნომერ პირველ მეკარედ - მაგრამ რამდენი ხნით ?

ნოიერის კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან 2021 წლამდე მოქმედებს და ის აღიარებს, რომ არ არის დარწმუნებული, თუ რა მოხდება ამის შემდეგ.

"ვიცი, რომ როდესაც ჩემი კონტრაქტი ამოიწურება, ყოველივე ამას რაღაც მოჰყვება. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია."

"ჩემთვის, მნიშვნელოვანია, რომ თავი საჭიროდ ვიგრძნო, იმიტომ, რომ როდესაც ეს ასე აღარ იქნება, ძალიან რთულია ყოველ დღე ადგე და საკუთარ თავს მოტივაცია მისცე." - აღნიშნა ნოიერმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი მისი ბოლო ტურნირი გერმანიის ნაკრებთან ერთად, ნოიერმა უპასუხა:

"რაღაც მომენტში, ეს დასრულდება. მე ეს კარგად ვიცი. მაგრამ ამ დროისთვის არაფრის თქმა არ შემიძლია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნაკრებს ძალიან ვჭირდები და ყველა ბედნიერია, რომ მე აქ ვარ." - განაცხადა ნოიერმა.

ბარსელონას გოლკიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა არა ერთხელ ეცადა, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარე ყოფილიყო, თუმცა ნოიერი დღემდე თავის ღირსებას ბოლომდე იცავს.
    • Systematik
    9-09-2019, 13:52 115
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით