კონტაქტი
ფილიპე კოუტინიო: "იურგენ კლოპმა ბაიერნში წარმატება მისურვა"

ფილიპე კოუტინიო: "იურგენ კლოპმა ბაიერნში წარმატება მისურვა"

image
კატალონიის ბარსელონადან მიუნხენის ბაიერნში გადასვლის შემდეგ, ფილიპე კოუტინიომ ლივერპულის მთავარი მწვრთნელისგან იურგენ კლოპისგან ტექსტური შეტყობინება მიიღო.

გერმანულ პრესასთან ინტერვიუში ბრაზილიელი შემტევი აცხადებს, რომ მას კლოპმა ახალ კლუბში წარმატებები უსურვა.

"მან გამომიგზავნა შეტყობინება და წარმატებები მისურვა. კლოპმა მომწერა, რომ ბაიერნი დიდი კლუბია, ბუნდესლიგა შესანიშნავი ლიგაა და ის ძალიან ბედნიერია, რომ აქ მიხილავს." - აღნიშნა კოუტინიომ.

"ის დიდებული მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მასთან ერთად ვმუშაობდი."

კოუტინიომ 2018 წლის იანვარში ლივერპული დატოვა და ბარსელონას შეუერთდა. ახლა კი ის ბაიერნის ღირსებას დაიცავს.
    • Systematik
    11-09-2019, 15:38 170
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით