კონტაქტი
ბაიერნი ტოტენჰემთან შეხვედრას დანაკლისით ხვდება

ბაიერნი ტოტენჰემთან შეხვედრას დანაკლისით ხვდება

image
მიუნხენის ბაიერნი ტოტენჰემთან შეხვედრას კორენტინ ტოლისოს გარეშე ჩაატარებს, აღნიშნული ინფორმაცია ჰანსი ფლიკმაც დაადასტურა.

ტოლისომ დაზიანება გლადბახთან შეხვედრაში მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

"ჩვენ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ტოტენჰემთან ვერ ითამაშებენ. ტოლისო ხვალ ვერ შეძლებს თამაშს. სხვა მხრივ ვიმედოვნებ, რომ ყველანი მალე დაბრუნდებიან." - განაცხადა ფლიკმა.

ტოლისოს მსგავსად, გლადბახთან შეხვედრაში ტრავმის გამო ჟერომ ბოატენგმაც მალე დატოვა მოედანი, მაგრამ შესაძლებელია, რომ ხვალ მან ითამაშოს.

ამასობაში, ნიკლას ზიულე, ლუკას ჰერნანდესი, მიხაელ კუისანსე და ფიტ არპი კვლავ სკამზე რჩებიან.

ბაიერნმა 1/8 ფინალში გასვლა უკვე გაინაღდა.
    • Systematik
    10-12-2019, 21:21 182
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით