კონტაქტი
ბაიერნის ფეხბურთელებმა კლუბს კოუტინიოს გამოსყიდვა ურჩიეს

ბაიერნის ფეხბურთელებმა კლუბს კოუტინიოს გამოსყიდვა ურჩიეს

image
ბრემენის ვერდერთან ფილიპე კოუტინიოს პერფორმანსის შემდეგ, სადაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქის შესრულება და ორი ასისტის გაკეთება მოახერხა, მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებმა კლუბს 27 წლის შემტევის გამოსყიდვა ურჩიეს.

ბავარიელთა მარცხენა მცველმა დავიდ ალაბამ მატჩის შემდეგ "Bild"-თან განაცხადა, რომ გერმანულმა კლუბმა ბრაზილიელი აუცილებლად უნდა გამოისყიდოს. აღსანიშნავია, რომ ამავე აზრზე არიან კლუბის სხვა ფეხბურთელებიც.

"თუ ამ შეხვედრას უყურეთ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოვისყიდოთ ის, ხომ მართალია ?" - განაცხადა ალაბამ.

კოუტინიომ ბაიერნში სულ 20 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა. მისი გამოსასყიდი თანხა კი 120 მილიონი ევროა.
    • Systematik
    15-12-2019, 19:40 125
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით