კონტაქტი
კატარში ვარჯიშზე ბაიერნის ფეხბურთელი დაშავდა

კატარში ვარჯიშზე ბაიერნის ფეხბურთელი დაშავდა

image
მიუნხენის ბაიერნმა კატარის დედაქალაქ დოჰაში ვარჯიში ჩაატარა, თუმცა გერმანული მედიის ცნობით, ვარჯიშს ტრავმის გარეშე არ ჩაუვლია.

ბაიერნის 24 წლის ფეხბურთელმა სერჟ გნაბრიმ დაზიანება მიიღო და დღეს დილით გამართულ ვარჯიშში მას მონაწილეობა არ მიუღია. ამის სანაცვლოდ, გერმანელმა ფეხბურთელმა 30 წუთიანი ფიზიოტერაპია გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, გნაბრის აქილევსის მყესზე დაზიანება აქვს.

"მას აქილევსის მყესზე პრობლემა აქვს. ჩვენ ამას უნდა მოვეპყროთ ძალიან, ძალიან სერიოზულად და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ის ძალიან მალე დაბრუნდება." - განაცხადა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა.



    • Systematik
    5-01-2020, 19:24 131
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით