კონტაქტი
ლუსიენ ფავრი: "მე 4-3-3 სქემა მირჩევნია"

ლუსიენ ფავრი: "მე 4-3-3 სქემა მირჩევნია"

image
ბორუსია დორტმუნდის მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი არ გამორიცხავს, რომ მან სეზონის მეორე ნახევარში შესაძლოა გუნდი ოთხ კაციანი დაცვითი სქემით ათამაშოს.

30 ნოემბერს დორტმუნდმა ჰერტას წინააღმდეგ სამ კაციანი დაცვითი სქემით ითამაშა და 3-4-3 სისტემა ზამთრის შესვენებამდე აქტიური იყო.

"ჰერტასთან მატჩამდე ჩვენ რაღაცეები უნდა შეგვეცვალა. 3-4-1-2 სქემა კარგია და მეც მომწონს ეს, მაგრამ პირადად 4-3-3 ვირჩევ. ყველა სქემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩემი მოსაზრებით, 4-2-3-1 და 4-3-3 სქემები საუკეთესოდ მუშაობენ. ყველა დიდი კლუბები ოთხ კაციანი დაცვითი სქემით თამაშობენ."

"ჩემი ფავორიტი სქემა 4-3-3 არის და ეს კვლავ ასეა. ან თუნდაც 4-1-4-1, მათ შორის განსხვავება დიდი არ არის." - განაცხადა ფავრიმ.

2020 წელს ბუნდესლიგის პირველ მატჩში დორტმუნდი აუგსბურგს დაუპირისპირდება.




    • Systematik
    13-01-2020, 19:19 106
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით