კონტაქტი
ჰასან სალიჰამიჯიჩმა განმარტა, თუ რატომ არ შეიძინა ბაიერნმა ტიმო ვერნერი

ჰასან სალიჰამიჯიჩმა განმარტა, თუ რატომ არ შეიძინა ბაიერნმა ტიმო ვერნერი

image
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განმარტა, თუ რატომ არ შეიძინა გასულ ზაფხულს გერმანულმა კლუბმა ლაიფციგის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი.

გამოცემების თანახმად, ბაიერნს ვერნერის შეძენა 25 მილიონის სანაცვლოდ შეეძლო, თუმცა სალიჰამიჯიჩის თქმით, ის არ იყო დარწმუნებული, რომ 23 წლის ფეხბურთელი "ალიანს არენაზე" თავს დაიმკვიდრებდა.

"ტიმო ვერნერი არის კარგი ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი სეზონის პირველი ნახევარი ჰქონდა. თუმცა ჩვენ გვყავს რობერტ ლევანდოვსკი. რობერტი არის თავდამსხმელი, რომელიც ჩვენს სათამაშო სტილს კარგად შეეფერება."

"რობერტს მოედანზე საკუთარი თავის ორიენტირება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მას მცირე ადგილი უკავია. მას აქვს იმის უნარი, რომ გადაადგილდეს უფრო მჭიდრო სივრცეებში და ბურთთან შესანიშმავი გამოსავალი იპოვოს."

"რაც შეეხება ტიმო ვერნერს, მას თამაში დროს მეტი სივრცე სჭირდება, ისევე, როგორც იმ სისტემაში, რომელსაც ლაიფციგი თამაშობდა. მათ შესაძლოა შეცვალეს თავიანთი სისტემა, მაგრამ ეს მათთვის კვლავ არ არის ისეთი, როგორც ეს ჩვენთვისაა." - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ვერნერმა ლაიფციგითან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
    • Systematik
    15-01-2020, 18:09 119
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით