კონტაქტი
იურგენ კლინსმანს სამწვრთნელო ლიცენზია კალიფორნიაში დარჩა

იურგენ კლინსმანს სამწვრთნელო ლიცენზია კალიფორნიაში დარჩა

image
ბერლინის ჰერტას მთავარ მწვრთნელს იურგენ კლინსმანს სამწვრთნელო ლიცენზია არ აქვს, რომელიც მოქმედებს ბუნდესლიგაში.

თუ კლინსმანი ვერ წარუდგენს საჭირო დოკუმენტებს გერმანიის საფეხბურთო ასოციაციას, მაშინ მისი ასისტენტი ალექსანდრ ნური ჰერტას ბაიერნთან შეხვედრაში უხელმძღვანელებს, რომელიც კვირას გაიმართება.

კლინსმანი, რომელიც ბერლინური კლუბის მთავარი მწვრთნელი სეზონის ბოლომდე იქნება, აცხადებს, რომ მას დაავიწყდა მისთვის საჭირო საბუთები წამოეღო იმ სახლიდან, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

"როდესაც ნოემბრის ბოლოს ბერლინში მოვფრინავდი, არ მეგონა, რომ დამჭირდებოდა ჩემი სამწვრთნელო ლიცენზია და სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი საბუთი, რადგან არ ვიცოდი, რომ მე ჰერტას მწვრთნელი გავხდებოდი."

"შობის დღეს, საბუთები უბრალოდ გადამავიწყდა. ამ მომენტისთვის, ჩვენს სახლში, კალიფორნიაში არავინაა, რადგან ჩემი ცოლი ჩემს ქალიშვილთან ერთადაა, სადაც ის სწავლობს. მე ყველა საჭირო დოკუმენტს ვეძებ." - განაცხადა კლინსმანმა.

კლინსმანმა მწვრთნელობის ლიცენზია 2000 წელს მიიღო. ის განახლდება სამ წელიწადში ერთხელ, უწყვეტი განათლების დამადასტურებელი საბუთით. ჯერჯერობით კლინსმანი ვერ ამტკიცებს, რომ მისი სამწვრთნელო ლიცენზია ნამდვილად მოქმედებს. 
    • Systematik
    15-01-2020, 18:41 109
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით