კონტაქტი
ტიმო ვერნერს სამომავლოდ თამაში ინგლისში სურს

ტიმო ვერნერს სამომავლოდ თამაში ინგლისში სურს

image
ლაიფციგის გერმანელი ფეხბურთელი ტიმო ვერნერი აცხადებს, რომ ის ამ მომენტისთვის გერმანული კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს, თუმცა ხაზსგასმით აღნიშნავს, რომ მას სამომავლოდ თამაში საზღვარგარეთ სურს.

გერმანულ პრესასთან ინტერვიუში, 23 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით ინგლისური პრემიერ ლიგით არის მოხიბლული.

"ამ მომენტისთვის ლაიფციგის დატოვებით არ ვარ დაინტერესებული."

"რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა მიმზიდველი იქნებოდა უცხო ქვეყანაში თამაში. წვიმაში თამაში ძალიან მომწონს, ასე რომ, ინგლისი შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა."

"პრემიერ ლიგა ძალიან საინტერესო ჩემპიონატია. ინგლისურ ფეხბურთზე ყურება ცალკე სიამოვნებაა." - განაცხადა ვერნერმა.

ვერნერის კონტრაქტი ლაიფციგთან 2023 წლამდე მოქმედებს.

    • Systematik
    16-01-2020, 14:09 85
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით