კონტაქტი
მიხაელ ცორკმა დორტმუნდის ყველაზე რთული ტრანსფერი დაასახელა

მიხაელ ცორკმა დორტმუნდის ყველაზე რთული ტრანსფერი დაასახელა

image
ბორუსია დორტმუნდის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი აცხადებს, რომ ერლინგ ბრაუტ ჰაალანდის გაფორმება გერმანული კლუბისთვის ყველაზე რთული ტრანსფერი იყო.

ჰაალანდით უამრავი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, თუმცა ცორკის თავდაუზოგავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და საბოლოოდ 19 წლის ნორვეგიელი დორტმუნდს შეუერთდა.

"ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრანსფერი იყო. საიდუმლო სულაც არ არის, რომ სხვა გამოჩენილმა კლუბებმა ძალისხმევა არ დაიშურეს ერლინგის გასაფორმებლად, მაგრამ ჩვენ მას საუკეთესო ჯამური პაკეტი შევთავაზეთ, ეს კი მისი განვითარებისთვის ნამდვილად კარგია."

"ჩვენ ჰაალანდის გასაფორმებლად შობაზეც ვმუშაობდით. მახსოვს, რომ შობის ღამესაც, საღამოს 4 საათზე ტელეფონზე ვესაუბრებოდი მის აგენტს მინო რაიოლას. როდესაც ასეთი კლასის ფეხბურთელისგან ვიღებთ ვალდებულებებს, პატარა ბავშვივით ბედნიერი ვარ. ერლინგი ზუსტად ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გვაკლდა." - განაცხადა ცორკმა.

ერლინგმა დორტმუნდში სულ 4 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
    • Systematik
    5-02-2020, 19:02 164
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით