კონტაქტი
ბაიერნს ზაფხულში სავარაუდოდ ექვსი ფეხბურთელი დატოვებს

ბაიერნს ზაფხულში სავარაუდოდ ექვსი ფეხბურთელი დატოვებს

image
კორენტინ ტოლისო, ფილიპე კოუტინიო, ჟერომ ბოატენგი, ხავი მარტინესი, სვენ ულრეიხი და რონ-ტორბენ ჰოფმანი სავარაუდოდ, მიუნხენის ბაიერნს სეზონის ბოლოს დაემშვიდობებიან - იტყობინება "Bild".

ტოლისო გერმანულ გრანდში თავის დამკვიდრებას აქტიურად ცდილობს, თუმცა ამაოდ. ახლა ის აცხადებს, რომ გუნდში მისი ამჟამინდელი სიტუაციით ძალიან უკმაყოფილოა.

ფილიპე კოუტინიო სავარაუდოდ ზაფხულში ბარსელონას დაუბრუნდება, რადგან ბაიერნი მის გამოსყიდვას არ აპირებს, რომლის გამოსასყიდი ღირებულებაც 125 მილიონი ევროა.

ჟერომ ბოატენგისა და ხავი მარტინესის მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდე მოქმედებს, ბაიერნი კი მათთან კონტრაქტს დიდი ალბათობით აღარ გაახანგრძლივებს.

რაც შეეხება სვენ ულრეიხსა და რონ-ტორბენ ჰოფმანს, ორივე ფეხბურთელი სათამაშო დროით უკმაყოფილონი არიან. ამასთან, ბაიერნს ზაფხულში ალექსანდრ ნიუბელი შეუერთდება.
    • Systematik
    12-02-2020, 15:40 176
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით