კონტაქტი
გამოცემა: ჰოფენჰაიმმა წარსულში ჰაალანდის შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა

გამოცემა: ჰოფენჰაიმმა წარსულში ჰაალანდის შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა

image
ჰოფენჰაიმმა წარსულში ერლინგ ბრაუტ ჰაალანდის შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა - იტყობინება "Bild".

ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც დორტმუნდს გასულ თვეს ზალცბურგიდან 20 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, 2016 წელს ერთი კვირით ჰოფენჰაიმში შესამოწმებლად გაემგზავრა, ის იმ დროს ნორვეგიული ბრინეს ღირსებას იცავდა.

ჰაალანდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჰოფენჰაიმი მის სანაცვლოდ შეთავაზებას ამზადებდა. 16 წლის ჰაალანდი გერმანიაში გადასასვლელად ემზადებოდა.

თუმცა, საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს, რადგან ჰოფენჰაიმმა ნორვეგიელი ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

ახალგაზრდა ჰაალანდი თვეში 5000 ევროს ითხოვდა, თუმცა ჰოფენჰაიმი მისთვის თვეში 2000 ევროზე მეტი თანხის გადახდას არ აპირებდა.

ამის სანაცვლოდ, ჰაალანდი დარჩა ბრინეში და 2017 წელს მოლდეს შეუერთდა, 2018 წელს კი ზალცბურგში გადავიდა.
    • Systematik
    12-02-2020, 16:24 93
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით