კონტაქტი
იურგენ კლინსმანი ჰერტას დირექტორთა საბჭოს წევრი აღარ არის

იურგენ კლინსმანი ჰერტას დირექტორთა საბჭოს წევრი აღარ არის

image
ჰერტას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, იურგენ კლინსმანი გერმანული კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი აღარაა, ამის შესახებ კლუბის ბოსებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

კლინსმანი თავდაპირველად დაინიშნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, შემდეგ კი იგი ნოემბერში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასაც დათანხმდა.

მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, 55 წლის სპეციალისტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის ტოვებდა ჰერტას მთავარი მწვრთნელის პოსტს და სამეთვალყურეო საბჭოს უბრუნდებოდა.

თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, კლინსმანს საერთოდ აღარ აქვს როლი გერმანულ კლუბში:

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კლუბის პერსპექტივიდან ძალიან გასაკვირი იყო. იურგენ კლინსმანმა არამხოლოდ გადაწყვიტა დაეტოვებინა ჰერტა, არამედ როგორც მთლიანი პროექტი." - განაცხადა ჰერტას პრეზიდენტმა ვერნერ გეგენბაუერმა.

"ჩვენ ყველა სწორ გზაზე ვიყავით, უბრალოდ სირცხვილია, რომ ის სხვა მიმართულებით წავიდა." - განაცხადა ჰერტას ინვესტორმა ლარს ვინდჰორსტმა.



    • Systematik
    13-02-2020, 18:16 96
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით