კონტაქტი

გადაწყვეტილება მიღებულია: რობენი კლუბს დატოვებს!

image
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ლეგენდამ,არიენ რობენმა დაადასტურა,რომ ის სეზონის ბოლოს გერმანულ გრანდს 10 წლის შემდეგ დატოვებს!

34 წლის ჰოლანდიელი "ბაიერნს" 2009 წელს,მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და 305 ჩატარებულ მატჩში 143 გოლის გატანა მოახერხა!

მან მოიგო შვიდი ბუნდესლიგა,ოთხი გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა 2013 წელს.

"ეს ჩემი ბოლო წელია ბავარიულ გუნდში" - აღნიშნა რობენმა "Omnisport"-თან ინტერვიუში.

"ეს იყო 10 საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ახლა დროა დავტოვო გუნდი".

რობენთან ერთად,შესაძლოა გუნდი დატოვოს ფრანგმა ფეხბურთელმა,ფრანკ რიბერიმ,რომელსაც კონტრაქტი ასევე სეზონის ბოლოს ეწურება.

ეს ახალი ამბები,შესაძლოა "ბაიერნის" ამჟამინდელი მდგომარეობის მთავარი არსი იყოს,ვინაიდან გერმანული გრანდი ნამდვილად ვერ გამოიყურება კარგად წლევანდელ სეზონში.
    • Systematik
    2-12-2018, 21:00 182
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
რამი ბენსებაინი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
16
2
ტიმო ვერნერი
15
3
როუენ ჰენინგსი
10
4
სებასტიან ანდერსონი
8
5
მარკო როისი
8
FACEBOOK - შემოგვიერთდით