კონტაქტი
დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

image
"ბორუსია დორტმუნდმა", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "მონაკო" 2:0 დაამარცხა და მსვლელობა პირველ ადგილზე დაასრულა.

გერმანელებმა საფრანგეთში 24 წლის ნახევარმცველის, რაფაელ გერეროს დუბლის წყალობით იმარჯვეს და ტურნირის ისტორიაში შევიდნენ.

კერძოდ, "დორტმუნდი" ჩემპონთა ლიგის ისტორიაში პირველი გერმანული კლუბია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ხუთ შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა!

შვეიცარიელი სპეციალისტის, ლუსიენ ფავრის გუნდმა ფრანგულ გუნდს ორივე მატჩი მოუგო (2:0) და (3:0), მან "ბრიუგესთან" სტუმრად (1:0) იმარჯვა, ხოლო "სიგნალ იდუნა პარკზე" კი (0:0) ითამაშა. მათ მხოლოდ მადრიდელებთან გაუშვეს ორი ბურთი, სადაც "ყვითლებმა" "ატლეტიკო" შინ (4:0) გაანადგურეს, (0:2) კი გასვლაზე დამარცხდნენ.

აქვე მოგახსენებთ, რომ "დორტმუნდი" ბუნდესლიგაშიც მშვენივრად გამოიყურება. ისინი 14 მატჩიან წაუგებელ სერიას აგრძელებენ და 36 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან!..
    • Systematik
    12-12-2018, 22:01 323
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ერლინგ ჰაალანდი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
ტიმო ვერნერი
20
3
როუენ ჰენინგსი
11
4
ჯეიდონ სანჩო
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
10
FACEBOOK - შემოგვიერთდით