კონტაქტი

რაფინიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

image
მიუნხენის "ბაიერნის" 33 წლის განაპირა მცველმა, რაფინიამ საკუთარ მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთა.

რაფინია ბავარიულ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, ბრაზილიელმა კი თავის სამშობლოში დაბრუნება განიხილა.

"ბაიერნში კარიერის ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა მგონია, რომ აქ ეს ჩემი ბოლო სეზონია. მსურს, განვიტვირთო და ბოლო თვეებით დავტკბე. "ბაიერნისადმი" პატივისცემის გამო სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დამიწყია. ვფიქრობ, ბრაზილიაში დაბრუნება შემიძლია." - განაცხადა 33 წლის რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ რაფინიამ მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. ის "ბაიერნს" 2011 წელს "ჯენოადან" შეუერთდა.
    • Systematik
    27-12-2018, 18:49 188
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
რამი ბენსებაინი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
16
2
ტიმო ვერნერი
15
3
როუენ ჰენინგსი
10
4
სებასტიან ანდერსონი
8
5
მარკო როისი
8
FACEBOOK - შემოგვიერთდით